თურქეთში ინგლისურენოვანი გაზეთის “Today’s Zaman”-ის მთავარი რედაქტორი, ბიულენთ ქენეში გაათავისუფლეს, რომლის მიერ Twitter-ში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გამოქვეყნებული ფრაზები გასულ კვირას სასამართლომ ერდოღანის შეურაცხყოფად ჩათვალა და დააკავა.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სილივრის ციხიდან გაათავისუფლეს, მან პირველი განცხადება გააკეთა „მე გამათავისუფლეს მაგრამ თავს თავისუფლად არ ვგრძნობ“ -აღნიშნა მან. კოლეგები ქენეშს ყვავილებით შეეგებნენ.
ქენეშის ადვოკატებმა მისი დაკავება გაასაჩივრეს. ადვოკატ ჰასან გუნაიდინის საჩივარი სტამბოლის მე-8 სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლემ, ატილა ოზთურქმა დააკმაყოფილა და ჟურნალისტს საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვის და სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩენის პირობით გათავისუფლების შესახებ განაჩენი გამოუტანა. პროცესის დასრულების შემდეგ ბიულენთ ქენეში სილივრის ციხიდან გამოუშვეს.