კომპანია „რუსთავის წყალი“, დღეს დილიდან, ქალაქის წყალსადენის შიდა კვარტლურ ქსელებზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს.
ტექნიკური სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გამავალ 800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენებზე, რეაბილიტაცია უტარდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალს, ასევე, შეკეთდება მეორე აწევის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატი.
აღნიშნული გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 10:00-დან 21:00 საათამდე ქ. რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „რუსთავის წყალი“, წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს დაშეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.