21 ოქტომბერს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, ვანო აბულაძის საზოგადოებისთვის უცნობი პოპარტი, „თეთრი ციებ-ცხელება“ გაიხსნება!
მხატვრის მიერ შექმნილი ეს ნამუშევრები პრინციპულად განსხვავდება წინა წლებში შექმნილი ნამუშევრებისგან.
ის პირველად წარმოადგენს 3 სამგანზომილებიან კომპოზიციას, ანუ ობიექტს და ასამბლაჟის ტექნიკით შესრულებულ 25-ზე მეტ ნამუშევარს.
გთხოვთ, გვეწვიოთ!
მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი