რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება, ხვალ,  რამდენიმე საათით შეეზღუდება

რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება, ხვალ, რამდენიმე საათით შეეზღუდება

კომპანია „რუსთავის წყალი“, ხვალ დილიდან, ქალაქის წყალსადენის შიდა კვარტლურ ქსელებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ტექნიკური სამუშაოები ერთდროულად წარიმართება მშვიდობის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გამავალ 800 მმ-იან მაგისტრალურ მილდენებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა  სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალს, ასევე, შეკეთდება მეორე აწევის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატი.

აღნიშნული გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, 20 ოქტომბერს, 10:00-დან 21:00 საათამდე ქ. რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება.

კომპანია „რუსთავის წყალი“, წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.