16 ოქტომბერს მსოფლიო კვების დღეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში. მსოფლიოს ქვეყნებს წელს საქართველოც შეუერთდა და მსგავსი კამპანია დაიწყო.
დღეიდან „ფუდპანდა“-მ (www.foodpanda.ge ) კვების დღის აღსანიშნავად, დაიწყო აქცია „შენ ამბობ, ჩვენ გაძლევთ“, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და შიმშილობასთან გლობალურ ბრძოლას შეუერთდება. 22 ოქტომბრის ჩათვლით კომპანია „ფუდპანდა“ საქველმოქმედო ფონდ „ლიბერალურ კვალთან“ ერთად გთავაზობთ ერთი თითის დაწკაპუნებით აირჩიოთ რა ტიპის საკვები წაუღოს საჭმლის მიტანის სერვისმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.
მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ფუდპანდას გვერდს (www.facebook.com/foodpandage.) და დატოვეთ კომენტარი შესაბამისი პოსტის ქვეშ დონაციის საკვების ასარჩევად.
ერთი მარტივი დაწკაპუნებით ფუდპანდა ერთი კილოგრამ საკვების დონაციას მოახდენს. გაცემა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა - შეუერთდით გლობალურ მოძრაობას, რათა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ. გახდით შიმშილის დამარცხების ნაწილი და მოახდინეთ ცვლილება ფუდპანდასთან ერთად.
ამასთან, შეძლებთ მეტი გაიგოთ თუ სად წავა თქვენს მიერ არჩეული საკვები.
აქცია ფონდი „ლიბერალურ კვალთან“ ერთად ტარდება, რომელიც დაეხმარება ფუდპანდას გვერდზე ყოველი 1 კომენტარის შესაბამისად, 1 კილოგრამი პროდუქტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებს გადასცეს. პოსტის გაზიარების შემთხვევაში კი, დონაცია გაიზრდება ორჯერ. რაც მეტი ადამიანი ისაუბრებს პრობლემაზე, მით მეტს გასცემს ფუდპანდა. თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია! აირჩიეთ შემდეგი პროდუცტები: ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, ლობიო, მაკარონი
შიმშილობასთან ბრძოლის პროცესი 1945 წელს, კვებეკში გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩამოყალიბებით დაიწყო, რომლის მიზანიც შიმშილობის პრობლემის მსოფლიოსთვის ჩვენება და მათში სამოქმედო მუხტის წარმოქმნა იყო. FAO-ს კვლევების მიხედვით, 805 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მთელს მსოფლიოში ქრონიკულ შიმშილში ცხოვრობს. მათი 60% ქალები არიან, და ყოველწლიურად შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თითქმის ხუთი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.