ზეწოლა

ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე"(VIDEO)

თვალთვალი ქართული ოცნების წევრებზე. ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალბერტ ნურბეგიანი აცხადებს, რომ მათზე გამუდმებით ხორციელდება თვალთვალი და არჩევნებისთვის მზადების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა სახელმწიფო დონეზე ხდება. „ქართული ოცნების" ნინოწმინდის შტაბის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჩოჩუას თქმით მათ გადაადგილებს 7 მანქანა აკონტროლებს. მისივე განცხადებით შტაბი ვერ ახერხებს ოფისის დაქირავებას, რადგან ხალხს აშინებენ.