ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების წარმომადგენელს დუშეთში. მამუკა გობეჩიას სახე და ხელი აქვს დაზიანებული. დაზარალებული ამბობს, რომ მასზე ძალადობა მეზობელმა გიორგი ყაველაშვილმა განახორციელა, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია. გობეჩიას თქმით, მეზობლებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.