„არტვილა გარიყულაში“  ფესტივალი - Fest i Nova  2015 G-15 გაიხსნა

„არტვილა გარიყულაში“ ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „არტვილა გარიყულაში“ ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა. ფესტივალი წელს დაარსებიდან მე-15, საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

Fest i Nova 2015 G-15 შარშანდელის მსგავსად, წელსაც კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უცხოური  ინსტიტუციები გააერთიანა. Fest i Nova 2015 G-15 -ის ფარგლებში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის პავილიონებიც.

წელს თიბისი ბანკმა, პროექტის - #წერექართულად ფარგლებში Fest i Nova 2015-ზე  ინტერაქტიული არტობიექტი წარმოადგინა - დაფა, რომელზეც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს  მოძრავი ქართული ანბანის ასოებით საკუთარი ემოციების წერილობით გამოხატვა შეუძლიათ.

„უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი Fest i Nova-ს ერთგული მხარდამჭერია. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეიქმნა თიბისი ბანკის არტობიექტი, რომელიც ჩვენ მიერ დაწყებულ პოპულარულ პროექტს,  #წერექართულად ეძღვნებოდა. გვიხარია, რომ ჩვენმა არტობიექტმა ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელში მოწონება დაიმსახურა. მათ  საკუთარი შთაბეჭდილებები მოძრავი ქართული ანბანის საშუალებით გაგვიზიარეს.“  -აცხადებს თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგერეო ურთიერთობებისა და მედია კომუკინაციების დირექტორი.    

ძმებ ზდანევიჩების სახელობის  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova  2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის  შექმნა, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა.  

Fest i Nova G-15   დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიხურება.

 

 

 

Fest i Nova G-15   დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება და ის 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.