ქვეყანაში ბოლო დროს თავისუფალი მედიიბის დარბევისა და ჟურნალისტების დაკავების შემდეგ მთავრობის მხრიდან ქვეყნის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიებზე ზეწოლა დაიწყო. ერთ ერთი უმსხვილეს კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელი კომპანიებიდან Boydak Holding-ის CEO და ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნეს-ასოციაციის (TUSIAD) წევრი, მემდუჰ ბოიდაგი გუშინ დააკავეს. ისევ უმსხვილესი კომპანია Alarko Holding-ის მეპატრონე, ისაკ ალათონი კი იმ ბიზნესმენებს შორის აღმოჩნდა, რომელთა მიმართაც გამოძიება დაიწყო. გამიძიებას ანკარის პროკურატურა აწარმოებს.
პოლიციის მიერ ბიზნესმენების სამუშაო ადგილების დარბევის მომდევნო ადგილი გუშინ Boydak Holding-ის ფირმები ოფისები და მის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდა. პოლიციამ ქალაქ კაისერიში, ბოიდაგთან ერთად კიდევ რვა ბიზნესმენი დააკავა. თურქულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ერდოღანმა Boydak Holding-ის ხელმძღვანელობას გვერდში დგომა შესთავაზა, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. ჰოლდინგზე ზეწოლა ამის შემდეგ დაიწყო, რასაც მისი ხელმძღვანელის დაკავება მოყვა.
ქვეყანაში 14 ათასზე მეტი ადამიანის დამსაქმებელ, უმსხვილეს სამრეწველო გიგანტებს შორის მოხვედრილ Boydak Holding-ის მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (TUSIAD) მწვავე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში, ბიზნეს სექტორის შეთითხნილი ბრალდებებით მუდმივ შეწუხებას გაესვა ხაზი.
„TUSIAD-ი თურქეთში უდიდესი კაპიტალის მქონე ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი ბიზნესმენი შედის. მათგან ერთერთი, მემდუჰ ბოიდაქი, რომელიც TUSIAD-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი და პასუხისმგებელია: "სახელმწიფოებში, სადაც მთავარი კანონის უზენაესობაა, არც ერთი კომპანია და ფიზიკური პირი შემოწმებისა და გამოძიებისგან გათავისუფლებული არ არის და კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს" .
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მემდუჰ ბოიდაქი ბიზნესის სექტორში კარგი რეპუტაციის მქონე, პატივსაცემი და ღირსეული წევრია. ბიზნესმენების მიმართ მუდმივად წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები ბიზნესმენებში აღშფოთებას იწვევს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
TUSIAD-ის წევრი კომპანიები თურქეთის საგარეო ვაჭრობის 80 პროცენტში მონაწილეობენ, ამასთან ერთად, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გარდა, მომუშავე ადამიანების ნახევარს სამუშაოთი უზრუნველყოფენ.
თურქეთში უკვე დიდი ხანია, რაც ოპოზიციურად შერაცხული მცირე და დიდი კომპანიებისა და ბიზნესმენების მიმართ ზეწოლა გრძელდება.