მიმდინარე წლის 11 სექტემბერს არასრულწლოვანთა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა.
ერთმანეთს „ლელოს“ კლუბის შესაბამისი ასაკის მოზარდები და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მინიმალური სხვაობით დასრულდა.
მწვრთნელების, ზურაბ ქიქოძის და გიორგი კაჭარავას განცხადებით, მსჯავრდებულები ძალიან მონდომებულები არიან და აქტიურად ვარჯიშობენ.
„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ მეხუთე წელია გრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რაგბის და ფეხბურთის საწვრთნელ გაკვეთილებს კვირაში ორჯერ გადიან. პერიოდულად სპორტული ტურნირებიც იმართება.