ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტებმა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც რადენიმე საათი გაგრძელდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წამყვანი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
AECOM-ის ექსპერტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს, კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. აღნიშნულის შესახებ სრულყოფილი დოკუმენტის შედგენა გარკვეულ დროსა და ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები იმყოფებიან. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.