ფუდპანდას პასუხი: გემოვნებაზე არ დაობენ!
ფუდპანდა აგრძელებს ტრადიციას და ტრადიციული შეკიტხვით მოგმართავ: კეჩუპი თუ მაიონეზი... პასუხი ბანალური და მარტივია: გემოვნებაზე არ დაობენ.... არ დააყოვნოთ და ფუდპანდა სასარგებლო არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე!
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ! წინ სასიამოვნო დღეები გელით....
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
მაიონეზი მსოფლიოში ცნობილი ცივი საწებელია. იგი დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ, კერძოდ, როგორ მოხდა ჩვენთვის ესოდენ შეუცვლელი პროდუქტის დაბადება, ამის თქმა შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი.
XVIII საუკუნის ბოლომდე სალათებს მხოლოდ და მხოლოდ უმი ბოსტნეულისა და ხილისგან ამზადებდნენ. XIX საუკუნეში სალათას უკვე მოხარშული და დამარილებული პროდუქტები, დამწნილებული ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, ხორცი და სხვა პროდუქტები დაემატა. ამ პერიოდში კვერცხი გახდა სალათის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი. XIX საუკუნის ბოლოს სალათების ისტორიაში "მაიონეზის ერა" იწყება. მართალია, მაიონეზი მანამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ამ პერიოდში მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რუსეთში მოღვაწე ფრანგი მზარეულის, ლუსიენ ოლივიეს ლეგენდარული სალათა "ოლივიე". ოლივიეს რესტორანი იმ დროის რუსეთში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა, რასაც გარკვეულწილად მის მიერ გამოგონილი სალათა განსაზღვრავდა. იგი სალათას კმაზავდა მაიონეზით, რომელსაც რამდენიმე გასაიდუმლოებულ ინგრედიენტს ამატებდა და სრულიად სხვა გემოს აძლევდა.
ერთ-ერთი ვერსიით, 1757 წელს ლუი დიუ პლესი- ჰერცოგი რიშელია იმ ცბიერი კარდინალის, მუშკეტერების მტრის დისწულის შვილი კუნძლ მენორკაზე იყო. იგი ხელმძღვანელობდა ფრანგების ჯარს, რომელმაც ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაიონს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და ბედნიერმა და დაღლილმა ფრანგება გამარჯვება იზეიმეს. მაგრამ , სამწუხაროდ ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ შემცირებულიყო. გურმანი ჰერცოგი ამ გარემოებამ დააღონა და პირად მზარეულს სთხოვა, რამე მოეფიქრებინა. მზარეულმაც მოიფიქრა. მან გაიგო, რომ კუნძულის მცხოვრებნი სალათებსა და ხორციან კერძებს ცივი საწებლით კმაზავდნენ. მას შემდეგნაირად ამზადებდნენ: ინდაურის კვერცხს უმატებდნენ პროვანსულ ზეთს, ლიმონის წვენს და წითელ წიწაკას. მზარეულმაც ისარგებლა ადგილობრივი რეცეპტით და დაამზადა ჰერცოგისთვის საწებელი.ამ სიახლემ რიშელიე აღაფრთოვანა. მან არამარტო შეაქო საწებელი, არამედ ბრძანა კიდეც მისთვის ქალაქ მაიონის გათავისუფლების პატივსაცემად მაიონეზი ეწოდებინათ. და მალე საუკეთესო ფრანგმა მზარეულებმა ამ მაიონეზის დამზადება დაიწყეს.საწებელი ძვირი ღირდა, რადგან მისი ხელით ათქვეფა მეტად ძნელი იყო.ამასთან, ყველა მზარეული ცდილობდა რაღაც სიახლე და ინოვაცია შეეტანა მის დამზადებაში. ისინი ცვლიდნენ შემადგენელი პროდუქტების პროპორციებს.შემდეგ კი საიდუმლოდ ინახავდნენ ამ „აღმოჩენებს“.მაგრამ რიშელიეს მზარეულს თავად არ გამოუგონია ეს რეცეპტი. ესპანელები ოდითგან ამზადებდნენ საწებელს ნივრით, კვერცხითა და ზეთით, რომელსაც „ნირო და ზეთი“ ეწოდებოდა.ეს კი ესპანურად ასე ჟღერს „ალი-ოლი“. უჩვეულო საწებელზე, რომელსაც სამხრეთ ევროპის მკვიდრნი საჭმელში ხმარობდნენ ძველი რომაელი პოეტი ვირგილიუსიც წერდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებმა უბრალოდ ფართო საზოგადოებაში გაავრცელეს ესპანური ‘ალი-ოლის“ რეცეპტი. მაგრამ ასეა თუ ის მაიონეზმა მსოფლიოში ტრიუმფალური სვლა საფრანგეთიდან დაიწყო.
რუსეთში მაიონეზმა მე-19-ე საუკუნეში მოიკიდა ფეხი, მაშინ როდესაც ყველაფერი ფრანგული მოდაში იყო.თუმცა ვაჭრები და უბრალო ხალხი არაფრად აგდებდნენ ამ საწებელს და რუსულ ცხარე საწებელს უპირისპირებდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა.
დღეს მაიონეზის დამზადების ტექნოლოგია სულ სხვაგვარია.სათქვეფის მეშვეობით გაიოლდა კრემისებური მასალის მიღება.გაჩნდა მაიონეზის სხვადასხვა სახეობა, თუმცა პრესტიჟი საკმაოდ დაეცა. დღეს იგი უბრალოდ საწებელია და არა დელიკატესი, რომელსაც დიეტოლოგებიც კი ებრძვიან, თუმცა არსებობს დაბალკალორიული მაიონეზიც.