უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან და სპეციალისტებთან ერთად, დღეს, თბილისის წყალმომარაგებსა და წყალარინების ყველა მნიშვნელოვან ობიექტს მოინახულებენ. ამით უცხოელ ექსპერტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ, თუ როგორ ოპერირებს საქართველოში სიდიდით მეორე წყალგამანაწილებელი კომპანია, რომელიც სასმელი წყლით დედაქალაქს ამარაგებს.
დღის მანძილზე AECOM-ის ექსპერტები დაათვალიერებენ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი, არაგვის ხეობის, ღრმარელისა და სამგორის სათავე ნაგებობები, ლაბორატორიები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საწარმოო ციკლზე პრაქტიკული დაკვირვებისა და შემდგომი თეორიული შესწავლის საფუძველზე, AECOM-ის ექსპერტები კომპანიის სამომავლო განვითარების დოკუმენტს მოამზადებენ.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები იმყოფებიან. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.