კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! ხშრად სტუმრობთ „მწვადის შაურმას“? გიყვართ შაურმა? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა სასარგებლო არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია მასზე უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შემოთავაზების დროს - შეიძინეთ საშუალო ზომის შაურმა და მიიღეთ ცივი ჩაი საჩუქრად!
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ! წინ სასიამოვნო დღეები გელით....
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
და მაინც? როგორ მოვამზადოთ შაურმა?
საჭირო მასალები/ხელსაწყოები: საქონლის ან ქათმის ხორცი, ხახვი, ნიორი, მაიონეზი, არაჟანი, ოხრახუში, კიტრი, პომიდორი,კომბოსტო, მარილი, წიწაკა, პური ან ლავაში, ტაფა, დანა, სათქვეფი ან ბლენდერი, საჭრელი დაფა. ქურა, კოვზი
ნაბიჯი 1: დაჭერით ხახვი და ნიორი, რომლებსაც მოგვიანებით მოათავსებთ სოუსში. აურიეთ განსხვავებული პროპორციის არაჟანი და მაიონეზი. ძალიან წვრილად დაჭერით ოხრახუში. შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად ათქვიფეთ ბლენდერით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სათქვეფი. ეგზოტიკური გემოების მოყვარულთათვის, სოუსში კარგი იქნება თუ დაამატებთ ინდურ სანელებლებს (კარისა და ჯანჯაფილის ფხვნილი). მაგრამ ტრადიციული შაურმა არ შეიცავს ასეთ დანამატებს.
ნაბიჯი 2: შებრაწეთ ხორცი. უმჯობესია აიღოთ ხბოს, ძროხის და ცხვრის ხორცი. გაითვალისწინეთ: ძალიან ახალგაზრდა ხბოს ხორცი, თავის დიეტური ღირებულებებთან ერთად, გამოირჩევა საკმაოდ სუსტი გემოთი. ხოლო ცხვრის ხორცის შეწვას სჭირდება გაცილებით მეტი დრო, ასევე არის "მდედრის" ხორცის შეხვედრის რისკი, რომელსაც აქვს სპეციფიური სუნი. ასე, რომ კარგი ძროხის ხორცია - მკერდის ან ბარკლისქვეშა ნაწილი, პატარა 10-15 გრამიან ნაჭრებად დაჭრილი, მარილ და პილპილ მოყრილი, იდეალური იქნება შაურმის მოსამზადებლად.
ნაბიჯი 3: დაჭერით ბოსტნეული. კიტრი და კომბოსტო - სიგრძეზე, პომიდორი - პატარა კუბებად (სასურველია პომიდორებს წინასწარ მოაშოროთ კანი და თესლი). მოაყარეთ მარილი. ბოსტნეულების პროპორცია შეიძლება იყოს ინდივიდუალური, მაგრამ მეტ წილად 1გრ ლავაშზე მოდის 30გრ შებრაწული ხორცი, 50გრ ბოსტნეულის სალათი და 25გრ სოუსი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ ინგრიდიენტების ჩამონათვალი, სეზონის ან გემოვნების მიხედვით.
ნაბიჯი 4: გადაახვიეთ შაურმა. გაჭერით ლავაში სიგანეზე, ჩადეთ მასში შებრაწული ხორცი, წვრილად დაჭრილი კიტრი, პომიდორი და კომბოსტო, ასევე სოუსი. თუ შაურმისათვის იყენებთ ლავაშს, შიგთავსში შეახვიეთ კონვერტის მსგავსად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის (მექსიკური) ლავაში. თუმცა ეს იქნება ცოტათი სხვა კერძი, მაგრამ ესეც ძალიან გემრიელია.
ნაბიჯი 5: სურვილის შემთხვევაში, საქონლის მაგივრად გამოიყენეთ ფრინველის ხორცი, მაგალითად ქათმის. ბარკლებიდან აიღეთ ხორცი, ხტილებისა და კანის გარეშე. დაჭერით იგი, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და წვრილად დაქუცმაცებული შავი პილპილით. კარაქში შებრაწვის დროს მიეცემა ახალი, სასიამოვნო გემო. ვეგეტარიანელებისათვის შეიძლება შეთავაზებული იქნეს შაურმის უხორცო ვარიანტი. მათ შეუძლიათ მცენარეულ ზეთში შებრაწონ კუბებად დაქუცმაცებული ტოფუ
შენიშვნა: მომზადებას სჭირდება 32 წუთი...
გემრიელად მიირთვით!