კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ი ჩამოდის.AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.
7 სექტემბრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, AECOM-ის ექსპერტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებსპროფესიულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციას.
AECOM-ი უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმატებით თანამშრომლობს 150-ზე მეტი ქვეყანის მთავრობებსა და კერძო კომპანიებთან. მას არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მშენებლობის, ტრანსპორტის, გარემოსდაცვის, ენერგეტიკის, ნავთობის ინდუსტრიისა და წყალმომარაგების სფეროებში.