“ჰით ბათუმი 2015” ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს უკრაინელი მომღერალი ტინა კაროლი ესტუმრა. მომღერალი მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში პირველად ჩამოვიდა. "ჰით ბათუმი 2015"-ის ორგანიზატორებმა ტინა კაროლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოიწვიეს. კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართა.
ტინა კაროლი გამოსვლა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ამ მნიშვნელოვან დღეს მან საკუთარი ქვეყანა - უკრაინა საქართველოში წარადგინა. „მე გავუზიარე უკრაინის სითბო საქართველოს. 2 საათი სცენაზე ვიყავი. შევასრულე ჩემი სიმღერები და ასევე პოპულარული მშობლიური სიმღერები. ასევე შევასრულე ქართული სიმღერა და ეს იყო საჩუქარი თქვენთვის,“ - აღნიშნა მომღერალმა.
„ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. პირველად ვიყავი ქართულ სცენაზე და ცოტათი ვნერვიულობდი - ვფიქრობდი როგორი საღამო გამოვიდოდა. კონცერტი იყო შესანიშნავი, აუდიტორია - გასაოცარი, ჯადოსნური საღამო იყო და მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის თვალები, ღიმილი და აპლოდისმენტები, რაც აქ ვნახე. შვილთან ბენჯამენთან ერთად ჩამოვედი და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ის ძალიან ბედნიერია და მეუბნება, რომ კიდევ უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენ ვაპირებთ დაბრუნებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო და უკრაინა მეგობრები არიან. ჩემს მშობლებს, ჩემს ნათესავებს ვეტყვი, რომ ჩამოვიდნენ და ნახონ საქართველო. მომდევნო ჯერზე როცა დრო მექნება საქართველოს მთებში მინდა წავიდე და ვიმოგზაურო საქართველოს გარშემო. მინდა ქართველი დიზაინერების მაღაზიებს ვესტუმრო. მათ ძალიან საინტერესო სტილი აქვთ. მე ვნახე ზღვა და ის არაჩვეულებრივია. ბათუმში ძალიან ლამაზი შენობები და გემრიელი საჭმელები გაქვთ, ვიცი ქართული მწვადის გემო. მიყვარს ქართული საჭმელები. კიევში არის ქართული რესტორანი, ის ჩემი საყვარელი ადგილია. ძალიან ბერი საჭმელებია ხოლმე ქართულ სუფრაზე. გუშინ გავსინჯე ქართული ღვინო - ძალიან კარგია. ქართველები კი ძალიან თბილი, ემოციური და სანდო ადამიანები არიან,“ - ასეთია უკრაინელი პოპ-დივას შთაბეჭდილებებს საქართველოზე.
ტინა კაროლი 2005 წელს მუსიკალურ ფესტივალ "ახალ ტალღაზე" მიღწეული ტრიუმფით გახდა ცნობილი. მან ალა პუგაჩოვას პრიზი 50 ათასი დოლარი მოიპოვა. კაროლი 2005 წლის შემოდგომაზე სამშვიდობო მისიის ფარგლებში ერაყსა და კოსოვოს ესტუმრა.