„იფექ მედია ჰოლდინგზე“ განხორციელებული სპეცოპერაცია, მსოფლიო მედიამ ოპოზიციური პრესის მიმართ მზარდ ზეწოლად და მიმდინარე მოვლენების ბოლო ეტაპად შეაფასა.
ერდოღანს ყველა მედია საშუალებების დამორჩილება სურს - ავსტრიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Die Presse-მა, თურქეთში მიმდინარე მოვლენები თავის მკითხველებს სათაურით "ერდოღანის ნადირობა მედიაზე " გააცნო. პროკურატურა გიულენის მიმართ სიმპათიის მქონე მედია ორგანიზაციებისა და ჰოლდინგების დარბევით ერდოღანს დახმარებას უწევენ" - აღნიშნავს გაზეთი. გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში კი საუბარია იმის თაობაზე, რომ ერდოღანის მთავრობა მათ მიმართ წაყენებულ კორუფციის ბრალდებებზე სასამართლოში თავის გამართლების სანაცვლოდ პოლიციასა და სასამართლოზე ნადირობას იწყებს. უცხოურმა მედიამ სპეცოპერაცია ვრცლად გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას, რომ "ბუგუნის"(Bugün) გაზეთში თურქეთიდან ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სათვის დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების დღეს მედია ჰოლდინგზე სპეცოპერაცია განხორციელდა.
უცხოური პრესა თურქეთში მედიის დარბევას შემდეგი მასალით გამოეხმაურა:
გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა სტატია სპეცოპერაციის შესახებ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სპეცოპერაცია ერდოღანის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებზე“. გაზეთმა, პოლიციის მიერ „კოზა-იფექ ჰოლდინგზე“ განხორციელებული დარბევა, "1 ნოემბერს განმეორებით ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების გასაჩუმებლად განხორციელებული სპეცოპერაცია". გაზეთმა Times-მა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ „კოზა-იფექ ჰოლდინგში“ შემავალი მედია ორგანიზაციები, სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა (AK Parti) და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ სირიის პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებით აკრიტიკებდა.
კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გაზეთი კი ორი ბრიტანელი ჟურნალისტის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი "იფექ ჰოლდინგის" ანკარაში მყოფ ოფისებზე სპეცოპერაციის ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. "პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად „უფრო მეტი“ ჟურნალისტი, „ტერორისტობის“ ბრალდებით დააპატიმრეს" - სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, 1 ნოემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთში პრესის თავისუფლების მიმართ მღელვარება ისევ დღის წესრიგში დადგა.
ავსტრიული გაზეთი წერს: „ ერდოღანს ყველა მედია საშუალების დამორჩილება სურს. პრეზიდენტი ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ მისთვის მიუღებელ მედია საშუალებებზე ზეწოლას ახდენს".
გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული გაზეთი Die Zeit-ში ნათქვამია: "იფექ მედია ჰოლდინგზე" ჩატარებული სპეცოპერაცია თავის მკითხველებს "ოპოზიციური მედია საშუალებები პოლიციამ დაარბია". Die Zeit-ის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ მედია საშუალებების დაშინებაა.
"კოზა-იფექ ჰოლდინგზე" განხორციელებული სპეცოპერაცია სიურპრიზი არ ყოფილა“ - ასე შეაფასა მოვლენები Tageszeitung-მა. Twitter-ის ფენომენი ფუატ ავნი დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმის თაობაზე, რომ ერდოღანი ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად სპეცოპერაციის მოწყობას აპირებსო. TAZ-მა, "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ ISIS-ზე საბრძოლო მასალებით გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით სტატიასაც დაუთმო ადგილი.
400 ათას ტირაჟიანი მემარჯვენე ფრანგულმა ჟურნალმა Le Point-მა, სპეცოპერაცია შეაფასა შემდეგი სათაურით - "ერდოღანის რეჟიმის მიერ მედიაზე კიდევ ერთი თავდასხმა". ჟურნალში ნათქვამია: "პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეჟიმმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე თავდასხმით მედიის მიმართ ზეწოლა გაზარდაზე“.
საბერძნეთის პრესა - საბერძნეთის უმსხვილესი მედია ჯგუფის საინფორმაციო საიტმა In.gr-მ, იფექ მედია ჯგუფზე განხორციელებული სპეცოპერაცია, ამ ჯგუფში შემავალ "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ „ISIS-ზე იარაღის მიწოდება“ სტატიასთან აქვს კავშირი. სახელმწიფო სატელევიზიო ERT არხის რადიო 1-მა სპეცოპერაციის გაშუქებას 10 წუთი დაუთმო. ERT არხის შეფასებით ერდოღანის მიზნებიდან ერთ-ერთი შეიძლება არჩევნების გადადება იყოს. საბერძნეთის ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს.