GWP ნაძალადევის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ნაძალადევის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე გადის.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 2 სექტემბრის 18:00 საათიდან  3 სექტემბრის 09:00 საათამდე  წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევისა და დიდუბის რაიონების ქუჩებსა და ზოგიერთ დასახლებას

დიღმის მასივს, მუხიანის აგარაკებს, მუხიანის III, IV, IVა, IVბ მ/რაიონებს, თემქის  XI მ/რაიონის II და III კვარტლებს

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:

თემქის IV და გლდანის I, II, III მ/რაიონები, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილი.

წყლის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანიამ ინდივიდუალურად გააფრთხილა ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ყველა კლინიკის ადმინისტრაცია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, ხვალ, 3 სექტემბრის დილის 9 საათიდან.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli  ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.