კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აზუსტებს მედიით დღეს გავრცელებულ განცხადებას კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის არცერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება.