„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში სექტემბრის აქცია დაიწყო

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში სექტემბრის აქცია დაიწყო

სექტემბრის თვის მანძილზე, „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში, მომხმარებელს 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი განსაკუთრებულ ფასად დახვდება. აქცია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და როგორც „ნიკორასა“ და მის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების, ასევე სხვა ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციაზე ვრცელდება.

როგორც „ნიკორას“ ქსელის მენეჯმენტში აცხადებენ, სექტემბრიდან მათი სავაჭრო ობიექტების მომხმარებელს სხვა სასიამოვნო სიახლეც ელის - კომპანია საზოგადოებას დამატებით  რამდენიმე ათეულ ყოველდღიური მოხმარების კვების პროდუქტზე უჩვეულოდ დაბალ ფასს შესთავაზებს. „გვსურს, რომ მომხმარებლებმა ყოველთვიურად  სწორედ იმ პროდუქტების შეძენა შეძლონ ჩვენს ქსელში უპრეცედენტო ფასად, რაც მათ ყოველდღიურ საჭიროებას წარმოადგენს“, - აცხადებს „ნიკორას“ სუპერმარკეტების კომერციული დირექტორი, ლიკა სუხიაშვილი.

რაც შეეხება სექტემბრის თვის სააქციო პროდუქტებს, ჩამონათვალშია „ნიკორას“ წარმოების სოსისები და ძეხვეული, კომპანიის შვილობილი ბრენდი „მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, „ოკეანეს“ თევზეული, ხიზილალა, თევზისა და ბოსტნეულის კონსერვები, „პინარისა“ და სხვა მწარმოებლების რძის პროდუქტები, მაიონეზი, მაკარონი, მრავალი დასახელების ტკბილეული, ჩაისა და ყავის ასორტიმენტი, ალკოჰოლური, ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელები, ლუდი „ვარშტაინერი“, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის საშუალებები და სხვა...

აქციას ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ქსელში, ტრადიციულად, ყოველთვიური სახე აქვს. ოქტომბერში ფასდაკლება, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სახეობის პროდუქტებს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორა“ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 120-მდე სავაჭრო ობიექტს ფლობს.