კომპანია „რუსთავის წყლმა“ აბონენტებისთვის, დღეიდან, SMS-შეტყობინების  სერვისი აამოქმედა

კომპანია „რუსთავის წყლმა“ აბონენტებისთვის, დღეიდან, SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიღება, დღეიდან კომპანია „რუსთვის წყლის“ ნებისმიერ აბონენტს შეეძლება. ახალი სერვისის მისაღებად, აბონენტებმა რეგისტრაცია კომპანიის სერვისცენტრში უნდა გაიარონ.

„რუსთავის წყალი“ რეკომენდაციით მიმართავს რუსთავში  მცხოვრებ აბონენტებს, ისარგებლონ კომპანიის აღნიშნული უფასო და კომფორტული სერვისით. მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა - აღდგენის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალება კომპანიის ყველა აბონენტს ეძლევა.