Funk Off-ის ჯაზური ელემენტებით გაჯერებული მუსიკა ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში

Funk Off-ის ჯაზური ელემენტებით გაჯერებული მუსიკა ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში

”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება. ამჯერად,  25-30 აგვისტოს  ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს მასპინძლობს.

30 და 31 აგვისტოს ბათუმის ქუჩებსა და ბულვარში იტალიური ჯგუფის Funk Off-ის ჯაზური ელემენტებით გაჯერებული მუსიკა მსმენელის აღტაცებას იწვევდა.

რაც მთავარია, დღეს ყველაზე მეტი იყო ემოციური სიმძაფრე და ემპათია. დარიო ჩეკინის ხელმძღვანელობით ქუჩებსა და პიაცის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოძრავმა 15-მა მუსიკოსმა უფრო და უფრო მეტი ადამიანი მონუსხა.

ქუჩის მუსიკალური მსვლელობის შემდეგ იტალიური ბრას ბენდის მონაწილეობით 00:00 საათზე საფესტივალო კლუბ Take five-ში სპეციალური შოუ გაიმართა.

იტალიური ბრას ბენდი Funk Off 1998 წელს, იტალიის ქალაქ ვიკიოში დაფუძნდა. ჯაზის, ბლუზის, სოულის, ფოლკის, ლათინოსა და როკის ელემენტების ოსტატურად შეზავებული მიქსი ამ მუსიკალური ჯგუფის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. უკვე 17 წელია Funk Off მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მარშირებს და საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. დაარსებიდან დღემდე ჯგუფმა უკვე ხუთი ალბომი გამოსცა, ხლო მე-6 მომავალი წლის მაისიდან გაიყიდება. მოღვაწეობის ბოლოდროინდელ პერიოდში ბენდი უფრო მეტად იყენებს სოულის ელემენტებს და თანამშრომლობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ევერი სანშაინი, რაულ მიდონი და ფრედ უესლი. მათი მე-6 ალბომი “Things Change” გარკვეულწილად ამ ცვლილებაზეც მიანიშნებს.