ჰოჰო, რა სალუდე ამინდები იყო აგვისტოში! როგორც იტყვიან, ლუდი თვითონ გვეძახდა. სექტემბერიც ასეთი იქნება და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ადამიანთან დაგვამეგობრებს. ხომ გახსოვთ, რომ ლუდი დამეგობრების უებარი საშუალებაა. კიდევ რა კარგი თვისებებით ხასიათდება ეს ყველაზე ყველაზე სასმელი, ამ პოსტიდან შეიტყობთ.
1. ლუდი ნატურალური პროდუქტია. იგი არ შეიძლება, არანატურალური იყოს, რადგან სხვანაირად ამ სითხის მიღება შეუძლებელია. ლუდი შეიძლება, უფრო ნატურალურიც კი იყოს, ვიდრე რძე ან ხილის წვენი, რომელსაც ყოველდღე ვყიდულობთ.
2. ლუდის სმა შინაგან რიტმს აუმჯობესებს. შინაგანი რიტმი, რა თქმა უნდა, გულისცემაა. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ლუდის ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და მის მუშაობას უწყობს ხელს.
3. ლუდის მოხმარება გონებას აგიმუშავებთ. ჯერ, მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ლუდი აინშტაინად არ გაქცევთ. სამაგიეროდ, ლუდის სისტემატური და ზომიერი მოხმარება ტვინის სტიმულირებას უწყობს ხელს. კვლევაში, რომელშიც 40 ადამიანს ფილმის ყურებისას ვერბალურ ტესტებს ახსნევინებდნენ, მათ, ვისაც სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,75 ჰქონდა, დავალებებს უკეთ გაართვეს.
4. ლუდის ზომიერი მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებს. დანიელ მეცნიერებს საამისოდ წლები და 38 000 ადამიანის ჯანმრთელობის შესწავლა დასჭირდათ. დიახ, ზომიერად მსმელი ლუდის მოყვარულებში მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლინება გაცილებით ნაკლები იყო. მთავარი კი აქ ლუდის ზომიერი და რეგულარული მოხმარებაა. ასე რომ, ზომიერება ამ შემთხვევაშიც გეხმარებათ.
5. ლუდი გემოს მბრძანებელია. ამ სასმელს გააჩნია უნიკალური თვისება, იყოს გემოს უბადლო შემზავებელი. ანუ ლუდი კარგად უხდება უამრავ კერძს. იქნება ეს ბოსტნეული, ცომეული თუ ხორცეული. ლუდის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი საკვებს გემოს კი არ უკარგავს, არამედ, პირიქით, ავსებს მას და უფრო აგემრიელებს. ასე რომ, ლუდი კერძის შემაყვარებელია.
6. დაბოლოს, ლუდი თავდაჯერებულობის წამალია. ბრიტანეთში კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც ადამიანებს სიტყვით გამოსვლა დაავალეს, შემდეგ კი ჰკითხეს, როგორ გამოიყურებოდნენ და რამდენად კმაყოფილები იყვნენ საკუთარი გამოსვლით. აქაც, ლუდის ზომიერად მომხმარებლებმა თქვეს, რომ უფრო თავდაჯერებულები იყვნენ.
ასეა, მეგობრებო: ლუდი მართლა წამალია, თუკი მას და ზომიერად მოიხმართ. მევლუდს უყვარს ლუდი და უყვარხართ თქვენ. ამიტომ მომდევნო პოსტებში კიდევ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ იმ სასმელის შესახებ, რომლის სიყვარულიც გვაერთიანებს.