„წვიმად გადავიქეცი...“ – 16 წლის შემდეგ ისევ აჟღერდება. „სახე“ და Poetry n Motion ამჯერად ბათუმში, ერთ სცენაზე ბრუნდებიან.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯგუფები კონცერტისთვის ემზადებიან. თუ არ გაგიმართლათ 16 წლის წინ, „ჰით ბათუმი 2015“ ამის შესაძლებლობას დღეს გაძლევთ. ზღვისპირა ქალაქი Poetry’n’ Motion და „სახეს“ უმასპინძლებს.
დღეს, 30 აგვისტოს, 20:00 საათზე „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე „სახე“ და Poetry n Motion ერთობლივ კონცერტს გამართავენ. შესრულდება ჯგუფების ცნობილი და მონატრებული ჰიტები. არ გამოტოვოთ!
„საქართველოში სრული შემადგენლობით ვბრუნდებით. ბათუმში ჩვენ ცნბოილ ჰიტებს და ახალ სიმღერებს შევასრულებთ. მსმენელს დროში მოგზაურობა ელის,“ - ამბობს მაიქლ ამიერი.
https://www.youtube.com/watch?v=uve8wTeVj78
Poetry n Motion მაიქლ ამიერიმ 90-იანი წლებში შექმნა. ჯგუფმა საერთაშორისო წარმატებას სიმღერის Romeo and Giuliet განსხვავებული ინტეპრეტაციით მიაღწია, რომელიც მალევე ჰიტად იქცა.
https://www.youtube.com/watch?v=Gp45JprGwKA
ჯგუფი „სახე“ 1993 წელს დათო ფორჩხიძემ დათო ხუჯაძესა და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა. “როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა, ვიცოდი რომ ვარსკვლავები გავხდებოდით და თვალწინ მედგა როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე,”- იხსენებს ფორჩხიძე.
ეს მართლაც ასე მოხდა. “სახემ” ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება. ჯგუფის ჰიტები 1997-2000 წლებში დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ, ესენია: “თოვლი მოსულა”, “შენ რა სექსი ხარ“, “რომ შემეძლოს მე“, “ ამაღამ”, “როგორ მინდა მოგეფერო”, “ახლა შენი დროა” , “მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი“ „Poetry N Motion”-თან ერთად.მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა ბევრი ბოიბენდი. დათო ფორჩიხიძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია, შექმნილი აქვს 600 - მდე სიმღერა და ფილმების, სერიალების საუნდტრეკები.