სოზარ სუბარმა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა

სოზარ სუბარმა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა,  შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა  გორის რაიონში დევნილი ოჯახები მოინახულეს.

აღნიშნულ დევნილ ოჯახებს პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სამინისტრომ კერძო სახლები შეუძინა საკარმიდამო ნაკვეთებით. სამაჩაბლოდან დევნილ ციციაშვილების 7 სულიან ოჯახს სახლი გორის რაიონის სოფელ ქვეშში გადაეცა, ლაფაჩების 4 სულიან იჯახს სოფელ ფლავში, ხოლო ქარელების ოჯახმა სახლი სოფელ მარანში მიიღო.

შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სახლის შეძენაზე თანხმობა ეთქვა  59, ხოლო  აქედან 19 სახლი უკვე შესყიდულია.  სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 660-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა.