მიდის თუ არა რომან ფიფია ქართული ფეხბურთიდან?

მიდის თუ არა რომან ფიფია ქართული ფეხბურთიდან?

სუპერთასის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე ყველა აქტიურად საუბრობს და რეალობაც 3 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად იცვლება. თავდაპირველად, ყველას იმისი მოლოდინი ჰქონდა, რომ მთავრობა ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში ჩაერეოდა, რეალურად  კი მსგავსი არაფერი ხდება და იმედია ეს ჯანსაღი პრინციპი ბოლომდე შენარჩუნებული იქნება.

მაგრამ for.ge-ს წყაროს ინფორმაციით, აბსოლიტურად სხვა სურათია ფედერაციის კანდიდატის - რევაზ არველაძის მხარეს, სადაც პირდაპირ ერევიან საარჩევნო პროცესებში და ხმის უფლების მქონე სუბიექტების გადაწყვტილებებზე სხვადასხვა გზებით ახდენენ გავლენას. მაგალითისთვის ვარშავაში ევროპა ლიგის ფინალზე ხმის უფლების მქონე რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტების ვოიაჟიც კი კმარა, რომელიც ფედერაციის მიერ იყო ორგანიზბული.

ასევე, მიმდინარეობს სამსახურეობრივი რესურსის გამოყენება ფედერაციის კანდიდატის მხარდასაჭერად და მეტიც, დელეგატთა სიაში შეყვანილნი არიან ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, რომლებიც ვის მხარეს დაიჭერენ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ფეხბურთის ფედრაციაში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესების გამო, ფეხბურთს ილია კოკაიას სახით მსხვილი ინვესტორი ჩამოშორდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, თუ საარჩევნო პროცესი მსგავსი სახით წარიმართა და ფედერაციაში ძირეული ცვლილება არ მოხდა, ფეხბურთს "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფიაც დატოვებს.