ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. წინ ცხელი, თუმცა სასიამოვნო დღეები გელით.... გაგრილდით ფუდპანდასთან ერთად, ის კერძების მომზადების „ციებ-ცხელებას“ ნამდვილად აგარიდებთ!
ფუდპანდა გაძლევს არჩევანს დააგემოვნოთ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში საუკეთესო ჩაი და ყავა!
და მაინც, ჩაი თუ ყავა? ფუდპანდას პასუხი: არჩევანში თავისუალი ხარ! უბრალოდ, შემოიხედე www.foodpanda.ge -ზე, შეუკვეთე, გამოიძახეთ და კომპანიის კურიერები სასურველ დროს და ადგილას მოგართმევენ.
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
ჩაი პროდუქტია, რომლის გარეშე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩაი შეიძლება იყოს შავი, მწვანე, რძით, შაქრით ან უშაქროდ, ლიმნით; მოკლედ როგორსაც ისურვებთ. რეკომენდებულია ჩაის მოზომილად დაშაქრვა, შაქარი აუმჯობესებს ჩაის გემოს, მაგრამ ზედმეტი შაქარი იწვევს B1 ვიტამინის გაქრობას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი ჩაი რძით არც თუ ისე სასარგებლოა, რადგენ რძე ჩაიში აქრობს ყველა სასარგებლო თვისებას. ყველაზე სასარგებლოა ჩაის თაფლთან ერთად დალევა, თუმცა თაფლი ჩაიში არ უნდა ჩაასხათ, არამედ უნდა მიატანოთ დალევის დროს, ვინაიდან თბილ, მითუმეტეს ცხელ წყალში ნეიტრალდება და ქრება თაფლის ყველა სამკურნალო თვისება. ჩაის ჩვეულებრივ აყოლებენ კანფეტს ან რაიმე ცომეულ ტკბილეულს, იგი ეხმარება ადამიანს ცომეულის მონელებაში. ძალიან სასარგებლო და გემრიელია ჩაი ლიმნით ან კომშით. ეს ერთერთი ეფექტური საშუალებაა გრიპთან და გაციებასთან საბრძოლველად. შეგიმჩნევიათ, რომ ჩაიში ლიმონის ჩადებისას, იგი ფერს იცვლის, ღიავდება? ეს ბუნებრივი ქიმიური რეაქციაა, თუმცა ამ დროს არც ჩაი და არც ლიმონი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს, პირიქით, უფრო აქტიურდება მისი ძალა.
ჩაისათვის საჭიროა ზომიერად მოდუღებული წყალი. ზედმეტად გადადუღებული წყალი სასმელს აუხეშებს და არომატს უკარგავს. ასევე არ უნდა გამოვიყენოთ ორჯერ ან მეტჯერ გადმოდუღებული წყალი ჩაის მოსამზადებლად. არც ანადუღარი წყალი შეავსოთ ახალი წყლით.
ჩაის მირთმევის რამდენიმე წესი: სტუმრობისას, როდესაც გთავაზობენ ჩაის ლიმონთან ერთად და თხლად დაჭრილი ლიმონი თეფშზე დევს, შეგიძლიათ კოვზით აიღოთ ერთი ნაჭერი, კოვზითვე ფინჯნის კედელზე მიაწუროთ, ამოიღოთ და ლამბაქზე დადოთ. ჩაი პატარა ყლუპებით უნდა მოსვათ, არ შეუბეროთ სული.არ არის კულტურული ჩაის კოვზით მირთმევა, ან კოვზის ფინჯანში ჩატოვება. ორცხობილა შეიძლება ხელით მოტეხოთ და მიაყოლოთ ჩაის. ტორტი ან ნებისმიერი ნამცხვარი კოვზით მიირთვით.
პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ყავაზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!!
კაპუჩინო, ესპრესო თუ უბრალოდ ხნადი ყავა?
ყავა კაპუჩინო
კაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.
ესპრესო
ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.
ხსნადი ყავა
სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესით ყავა იფქვევა და გარდაიქნება ფხვნილად ან გრანულებად. ცხელი წყლის დამატებით მიიღება სასმელი, ნატურალურ ყავასთან მიახლოებული გემოთი. ზოგიერთი სამარკო ნიშნით გამოშვებულ ხსნადი ყავის გრანულებში დეჰიდრატაციასთან ერთად წარმოებს დეკოფეინიზაციაც – კოფეინის შემცველობის შემცირება.ხსნადი ყავის უპირატესობაა – სასმელის მომზადების სისწრაფე და შენახვის დიდ ვადა (ნატურალური ყავა სხვასხვა ზეთების აორთქლების შედეგად მალე კარგავს არომატს).ხსნადი ყავის ძირითადი ნაკლია ნატურალურ ყავასთან შედარებით სუსტი არომატი. ბოლო დროს ძვირადღირებული სამარკო ნიშნებს ქვეშ გამოშვებულ ხსნად ყავაში არომატისთვის უმატებენ ხელოვნურ ან ნატურალურ ყავის ზეთებს.
გემრიელად მიირთვით!