”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 21 და 23 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება გაიმართება.
ბათუმში ჩასულ დამსვენებლებს დაუვიწყარი საღამოები ელოდებათ. თამარ გვერდწითელი და მისი მეგობრები კონცერტებზე მისულ მსმენელს ნამდვილ მუსიკალურ ზეიმს პირდებიან. ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხით თამარ გვერდწითელი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
21 აგვისტოს, 21:00 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მისულ მსმენელს თამარ გვედრწითელი მეგობრებთან ერთად ქართულ რეპერტუარს შესთავაზებს. საღამოზე მონაწილეობენ: თამარ გვერდწითელი, ანსამბლი 7 კაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდი
23 აგვისტოს, 21:00 საათზე ბათუმში, პიაცაზე მომღერალი და მისი მეგობრები მისულ სტუმრებს ევროპული რეპერტუარს წარუდგენს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი 7 კაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდიკონცერტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, სცენოაგრაფი კი ვანო ჭელიძე.
ბილეთები იყიდება biletebi.ge -ზე. ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში.