„სინათლის ქალაქმა“ თბილისის გარე განათების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 15 თანამშრომელი დააჯილდოვა. თანამშრომლებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო უწყების დირექტორმა ვასილ ხორავამ გადასცა. ხორავას თქმით, დაჯილდოვებისთვის ის თანამშრომლები შეირჩნენ, რომლებიც ქალაქგანათების სისტემაში 25 წელზე მეტხანს მუშაობენ.
„ასეთი ჩვენს უწყებაში 15 ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედაქალაქის განათებაზე უკვე 42 წელია ზრუნავენ. ეს ადამიანები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კადრებია, რომელთა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს ყველანი უდიდეს პატივს ვცემთ. სწორედ ამიტომ, „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობამ გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღე გაგველამაზებინა მათთვის და მათ მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.
თავის მხრივ, თანამშრომლებმა „სინათლის ქალაქის“ დირექტორს მადლობა გადაუხადეს და კიდევ მრავალი წელი ქალაქის გარე განათების სისტემის სრულყოფისთვის თავდაუზოგავი შრომის პირობა დადეს.