კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელი აბონენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელი აბონენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელ აბონენტებს აცნობებს, რომ ღამის განმავლობაში, 20 აგვისტოს 01:00-დან 05:00 საათამდე, საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დროებით მიუწვდომელი იქნება კომპანიის შემდეგი სერვისები: ცხელი ხაზი, ვებგვერდი, ონლაინ-ჩეთი, ინტერნეტ-პორტალი mygwp.ge და SMS-სერვისი, რისთვისაც კომპანია ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.

კომპანიის უკლებლივ ყველა სერვისი ხელმისაწვდომი 20 აგვისტოს დილის 5 საათიდან გახდება.