კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღმაშენებლის ხეივანში, დღეს ღამით, 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რაც წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 აგვისტოს 01:00-დან 07:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
- დიდუბისა და საბურთალოს რაიონების რამდენიმე ქუჩას
- ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მ/რაიონებს, ქავთარაძის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩებს
- წყნეთის გზატკეცილსა და ვაკის რამდენიმე ქუჩას
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.