საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას შეხვედნენ, სადაც „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამა გააცნეს ადგილობრივ მაცხოვრებელებს.
შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებ ული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.
შეხვედრის ფაგრლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მოახდინეს მოსახლეობის ინფორმირება ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის) საფრთხეებზე და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.