დღეს, 15 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში დათო ხუჯაძისა და "გუფი ლენდის" კონცერტი გაიმართება.
ზღვისპირა ქალაქში მომღერალი ძველ ჰიტებთან - „წვიმად გადავიქეცი”, ”დიდხანს გელოდი”, ”მუხამბაზი”, ”გოგოვ, გოგოვ”, „მინდა რომ გინდოდეს...“ რამდენიმე ახალ სიმღერასაც შეასრულებს.
კონცერტში დათო ხუჯაძესთან ერთად ჯგუფი ”გუფი-ლენდიც” მონაწილეობს. მუსიკოსები მოსულ მსენელს ძველსა და ახალ ჰიტებს წარუდგენენ.