კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადის. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14 აგვისტოს 22:00 საათიდან 15 აგვისტოს 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქვემო და ზემო ფონიჭალას, ასევე, სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, ხვალ, 15 აგვისტოს 15:00 საათამდე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.