ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაცნობებთ, რომ ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა დასასრულს უახლოვდება. 25 აგვისტოს დილის 10 საათზე, მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში, ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და თელავში. ასევე გაითიშება ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის, ხარაგაულის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
შეგახსენებთ, რომ ციფრულ ფორმატში ღია საეთერო მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეეთერის, ცხელი ხაზის, პრესისა და ვებ გვერდის www.digitaltv.ge -ს საშუალებით.