გრაფიტი BANDART Productions - სანახაობა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები აღაფრთოვანა
”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
დღეს სად ვივახშმოთ?!- ტურისტების მარადიულ შეკითხვას მათ ესპანელებმა უკვე უპასუხეს. „მაგიდა ორისთვის“ - ამ სპექტაკლისთვის თეატრის ყველა მოყვარული განსაკუთრებულად ემზადებოდა. თეატრალური წარმოდგენა ერას მოედანზე გაიმართა და მსახიობები იღბლიანებს შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდნენ.
უამინდობის მიუხედავად წარმოდგენამ წარმატებით ჩაირა - სანახაობას წვიმა განსაკუთრებულად მოუხდა.
„ესპანელ მსახიობებეს წვიმამ იმპროვიზაციის მეტი შესაძლებლობა მისცა. ეს მსახიობისთვის ბარიერი არ არის. წარმოდგენა შედგა...“ - აღნიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.
საღამოს ესპანელები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბ Take Five-ში უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავევები ზრუნავდნენ. გრაფიტი BANDART Productions -ის შოუმ გულგრილი არც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დატოვა. ეს იყო სანახაობა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები აღაფრთოვანა. საღამო კი ცნობილი ჰიტებით Goofy Land-მა დახურა.
ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი