”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
დღეს სად ვივახშმოთ?!- ტურისტების მარადიულ შეკითხვას მათ დღეს საღამოს ესპანელები უპასუხებენ. „მაგიდა ორისთვის“ - ამ სპექტაკლისთვის თეატრის ყველა მოყვარულს მაგიდა უკვე დაჯავშნილი აქვს. თეატრალური წარმოდგენა დღეს, 20:00 საათზე ერას მოედანზე გაიმართება და მსახიობები იღბლიანებს შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდებიან.
საღამოს ესპანელებს უნგრეთის დასი ჩაანაცვლებს, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე ბულვარში უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions იზრუნებს.
ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი