საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი ზედა წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
მინისტრმა სოზარ სუბარმა ზედა წეროვანში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს სასტუმროს შენობაში მცხოვრებ 23 დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების ჯგუფებმა შეისწავლეს ყოფილი მინისტრთა საბჭოს სასტუმროს შენობის ზოგადი მდგომარეობა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსაგან მიიღო თანხმობა, აღნიშნული შენობის გადმოცემის შესახებ. 2015 წლის სექტემბერში ჩატარდება პროფაილნგი, ხოლო წლის ბოლომდე შენობაში მცხოვრებ 23 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.