კომპანია „რუსთავის წყალი“, დღეს დილიდან, იაღლუჯის ქუჩაზე გამავალი ახალი მაგისტრალის წყალსადენის სისტემასთან მიერთების სამუშაოებს ახორციელებს და მას ექსპლუატაციაში გასაშვებად ამზადებს. ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებეით, დღეს, 12 აგვისტოს, 09:00-დან 20:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალის მიწოდება შეუწყდება.
იაღლუჯის ქუჩაზე 600 მმ-იან მაგიტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირაზე მეტია მიმდინარეობს. შეიცვალა 100 მეტრამდე მწყობრიდან გამოსული მონაკვეთი. მაგისტრალური წყალდენი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მკვებავია და მას იაღლუჯის რეზერვუართან აკავშირებს. დღესვე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ქსელი ექპლუატაციაში გაეშვება. შედეგად, ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, დღეს დილიდან, პარალელურად, სხვადასხვა ობიექტზე კომპლექსურ პროფილაქტიკურ სამუშაოებსაც ატარებს, ხოლო მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ახალ ტუმბო-აგრეგატს ამონტაჟებს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.