დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმს ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი ,,потап и настя“ ეწვევა. „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში პირველად ბათუმის ტენისის კორტებზე, 20:00 საათზე ჯგუფის დაუვიწყარი მუსიკალური შოუ-კონცერტი გაიმართება.
,,настя и потап“ ბათუმს 12 კაციანი დელეგაციით ეწვევა, ესენი არიანი: მუსიკოსები, ბექ-ვოკალისტები, მოცეკვავები და თავად სოლისტები. ასე რომ, დაუვიწყარიდა სასიამოვნო საღამო გელით.
უკრაინული დუეტი ,,потап и настя” პირველად მუსიკალურ ასპარესზე 2007 წელს გამოჩნდა. ჯგუფმა დღეისთვის პოპულარულობის პიკს მიაღწია, რუსული თუ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უამრავი მელომანი თაყვანისმცემელი ჰყავთ და უპრეცედენტო რაოდენობის მსმემენილი youtube/chanel-ზე. ყოველი ახალი სიმღერა კი, ახალი ჰიტია. მათი საკონცერტო ტურნეები გაცდა პოსტ-საბჭოთა სივრცეს და უკვე მსოფლიო მაშტაბს მიაღწია. ალექსეი პოტაპენკო და ნასტაია კომესნკაის წყვილი ,,mozgi entertaiment"-ის პროექტია, რომლის გავლენით კომპანია რუსულ და უკრაინულ ბაზარზე უკვე ლიდერია.