სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდა. მინისტრმა მათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.
„ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სერიოზული სისტემური რეფორმა ჩატარდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა ჯგუფმა იცოდეს რა არის გაკეთებული, რის გაკეთებას ვაპირებთ და სად არის პრობლემები,“ _ აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრების განცხადებით, კახა კახიშვილთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. როგორც ექსპერტთა კლუბის წევრებმა აღნიშნეს, სასჯელაღსრულების სისტემაში წარმატებით მიმდინარე რეფორმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.
ექსპერტები დაინტერესდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროსთან ინტეგრაციის საკითხით, ასევე დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით.