კომპანია „რუსთავის წყალი“, ხვალ დილიდან, იაღლუჯის ქუჩაზე გამავალ ახალ მაგისტრალს წყალსადენის სისტემასთან მიერთებს და ექსპლუატაციაში გასაშვებად მოამზადებს. ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებეით, ხვალ, 12 აგვისტოს, 09:00-დან 20:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალის მიწოდება შეუწყდება.
იაღლუჯის ქუჩაზე 600 მმ-იან მაგიტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირაზე მეტია მიმდინარეობს. შეიცვალა 100 მეტრამდე მწყობრიდან გამოსული მონაკვეთი. მაგისტრალური წყალდენი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მკვებავია და მას იაღლუჯის რეზერვუართან აკავშირებს. 12 აგვისტოს, სამუსაოების დასრულების შემდეგ, ახალი ქსელი ექპლუატაციაში გაეშვება. შედეგად, ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, ხვალ დილიდან, პარალელურად, სხვადასხვა ობიექტზე კომპლექსურ პროფილაქტიკურ სამუშაოებსაც ჩაატარებს, მეორე აწევის სატუმბო სადგურზე კი ახალ ტუმბო-აგრეგატსაც დაამონტაჟებს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.