„7 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენებიდან. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ეს დღე ჩვენთვის ქართველი ხალხის ერთობის და თავისუფლების სიმბოლოა. ჩვენმა მთავრობამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობისანი გზა აირჩია და იმედს ვიტოვებთ, რომ სულ მალე საქართველო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი! ჩვენ შეგვეძლო 8 აგვისტო დუმილის დღედ გამოგვეცხადებინა, თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ დღეს „ჰით ბათუმი“, უკრაინულ ჯგუფს, ოკეან ელზის მასპინძლობს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირებს.,“ - ასე გახსნა დუტა სხირტლაძემ „ოკეან ელზის“ კონცერტი და მიმართა მოსულ მსმენელს.
8 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე უკრაინული პოპ-როკ ჯგუფის „ოკეან ელზის“ კონცერტი შედგა. უამრავი მსმენელი, უკრაინელი სტუმარი, ოვაცია, ცრემლი და ბევრი ემოცია - „ოკეან ელზის“ დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც 8 აგვისტოს ქართველებმა და უკრაინელებმა ერთად მიუძღვნეს.
„ჩვენ ყველამ ერთად შევცურეთ ელზას ოკეანეში,“ - ასეთი იყო მსმენელის შეფასება.
„ოკეან ელზი“ (უკრ. თარგმ. ელზას ოკეანე), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული უკრაინული როკბენდი ჩამოყალიბდა 1994 წელს უკრაინაში. ბენდის ვოკალისტი და ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ოკეან ელზი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი უკრაინული როკბენდია არა მხოლოდ უკრაინაში, არამდენ დსთ-ს ქვეყნებშიც.
ბენდი განსაკუთრებულია სიმღერების სიღრმისეული ტექსტებითა და დამახასიათებელი მუსიკალური სტილით, ასევე შთამბეჭდავი მუხტითა და ენერგიით სცენაზე.
”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გრძელდება. დღეს ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს. დღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ კონცერტი გაიამრთება. თანამედროვე მუსიკის დღები ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდის „ტოპლოადერის“ კონცერტით დასრულდება.
კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა!
მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობდა MANOLO “The Voice of the Gypsiess”.