”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს მასპინძლობს.
7 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე უკრაინული პოპ-როკ ჯგუფის „ოკეან ელზის“ კონცერტი გაიმართება.
„ოკეან ელზი“ (უკრ. თარგმ. ელზას ოკეანე), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული უკრაინული როკბენდი ჩამოყალიბდა 1994 წელს უკრაინაში. ბენდის ვოკალისტი და ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ოკეან ელზი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი უკრაინული როკბენდია არა მხოლოდ უკრაინაში, არამდენ დსთ-ს ქვეყნებშიც.
ბენდი განსაკუთრებულია სიმღერების სიღრმისეული ტექსტებითა და დამახასიათებელი მუსიკალური სტილით, ასევე შთამბეჭდავი მუხტითა და ენერგიით სცენაზე.
გელით, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 20:00 საათზე. ერთად შევცუროთ ელზას ოკეანეში.
მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. ამას მოჰყვა ბოშურუ საღამო MANOLO “The Voice of the Gypsiess” -გან. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ . ამავე დღეს თანამედროვე მუსიკის დღები ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდის „ტოპლოადერის“ კონცერტით დასრულდება. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება.