პროკურატურასთან ურთიერთობა სიკვდილთან თამაშს აღარ ჰგავს!

პროკურატურასთან ურთიერთობა სიკვდილთან თამაშს აღარ ჰგავს!

ალბათ ყველას ახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, პროკურატურასთან ურთიერთობა სიკვდილთან თამაშს ჰგავდა - ან ყველაფერი, ან არაფერი. ასეთი იყო წინა ხელისუფლების მიდგომა და ცოდვა გამხელილი სჯობს, პროკურატურის შიში ახლაც არის გადმოყოლილი, თუმცა...

“საჯაროდ ქება მიჭირს ხშირად, მით უფრო პროკურორების, ეს იცის ყველამ. მაგრამ არა ვთქვა, არ შემიძლია...

ახლა დავბრუნდი კახეთიდან. დედოფლისწყაროში წმინდა ელიას ტაძარში მოვილოცე და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი, მაგრამ მთავარი სასიამონო ამბავი აქ მელოდა. ეს ამბავი თქვენი ემოციებია, თქვენი, ადამიანების, ვისაც გტკივათ გაჭირვებული და გედარდებათ სხვისი დარდი.

წუხელ ლიამ მძიმე პოსტი დადო.

პროფესიულად პატიმარი ქმარი განსაკუთრებით მეტკინა. მე არაფერი შემეძლო. შევძელი მხოლოდ ის, რომ დაკოპირებული პოსტი გავუგზავნე თბილისის პროკურორს, ბატონ მიშა შაყულაშვილს. არაფერი მითხოვია. არც მქონდა უფლება, მე არ ვიყავი პატიმრის ადვოკატი, სახელი და გვარიც არ ვიცოდი მისი...

მხოლოდ ცდა შემეძლო: ან უნდა მიეღო, როგორც ერთი რიგითიპატიმრის საქმე, ან უნდა გაეთავისებინა 7 თვით ხელში გაუბედურებული ადამიანის ყოფა და წასულიყო კომპრომისზე. ამას ვერავის მოთხოვ, მით უფრო პროკურორს. ეს უნდა შეგეძლოს სადღაც შიგნიდან, კაცობიდან, გულიდან, ტკივილიდან.

არავინ არ ავალდებულებდა.

და მან ეს შეძლო!

ვინაობაც დაადგინა, საქმეც შეისწავლა და გადაწყვეტილებაც მიიღო. ეს სიკეთე მხოლოდ მისი დამსახურებაა (გათავისუფლება)

თბილისს ღირსეული პროკურორი ყავს!

თბილისს ყავს ასევე ნანა კაკაბაძე, რომელმაც ეს ტკივილი მიიტანა ჟურნალისტამდე. თბილისს ყავს ლია ტოკლიკიშვილი, რომელმაც ჩვენ ყველას გაგვიზიარა დარდი და თბილისს ყავს ის ადამიანები, რომლებიც შევძლებტ და დავეხმარებით შემდგომშიც იმ პატარას სიცილში და არა ტირილში!

მე მიყვარს ასეთი საქართველო!!”

ეს პოსტი სოციალურ ქსელში ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა გამოაქვეყნა. ადვილი მისახვედრია, ადვოკატი პროკურორს ემადლიერება და ემადლიერება არა იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანი გაათავისუფლეს, არამედ იმის გამო, რომ ამით ოჯახი გადარჩა, ერთი პატარა ქართული ოჯახი.

პროკურატურასთან ურთიერთობა სიკვდილთან თამაშს აღარ ჰგავს!

ნინო ბარბაქაძე