6-9 აგვისტოს  „ჰით ბათუმი 2015“  ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება

6-9 აგვისტოს „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება

ვარსკვლავთცვენა ბათუმში!

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება. ამჯერად,  6-9 აგვიტოს  ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება.  ზღვისპირა ქალაქი  უცხოელ და ქართველ თანამედროვე  შემსრულებლებს უმასპინძლებს.

თანამედროვე მუსიკის დღეები სტარტს 6 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე  კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღებს. მონაწილეებს შორის ასევე არიან რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“, MANOLO “The Voice of the Gypsiess”, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი  „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“.

კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. საფესტივალო კლუბი კი 7-8 აგვისტოს, 23:00 საათზე VIVA Brasil-ს უმასპინძლებს. თანამედროვე მუსიკის დღეები 9 აგვისტოს, რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ და „ტოპლოადერის“ კონცერტებით დასრულდება.