ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ შავი ზღვს მეოთხე ღია თასის ჩემპიონატი, რომელიც „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გაიმართა, დასრულდა. ტურნირში, რომელსაც ზღვისპირა ქალაქი სამი დღის განმავლობასი მასპინძლობდა, საქართველოს, გერმანიის, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანი, რუსეთის, ბალტიისპირეთისა და უკრაინის მოაზროვნეები მონაწილეობდნენ. ერთამენთს 50-მდე გუნდი ეჯიბრენოდა, ჟიურის შორის კი იყვნენ ისეთი ცნობილი მოაზროვნეები, როგორებიც არიან ალექსანდრე რუბინი (მოსკოვი), ალეს მუხინი (მინსკი), ალექსანდრე ანდროსოვი (ოდესა).
გამარჯვება ბაქოს გუნდმა მოიპოვა, რომელიც სილქნეტის სპეციალური თასით დაჯილდოვდა.
2 აგვისტოს, კლუბში „Take Five” შავი ზღვის მეოთხე ღია თასისი ფარგლებში ბრეინ-რინგის ტურნირიც მოეწყო, რომლის გამარჯვებული ერევანის გუნდი გახდა. დასასრულს, გამარჯვებულების დაჯილდობა და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
„საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური ტურნირი შედგა. 50-მდე გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს უკვე სერიოზული შედეგია. საპრიზო ადგილები ბაქოს, გერმანიისა და თურქეთის გუნდებმა გადაინაწილეს... ბათუმში ჩამოსვლას კდიევ ერთი მიზეზი დაემატა - შავი ზღვს მეოთხე ღია თასის ჩემპიონატი,“ - აღნიშნა საქართველოს ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ.
„შავი ზღვის ღია თასმა“ უკვე ოთხი წელია, რაც სამხრეთ კავკასიიის ჩემპიონატი ჩაანაცვლა, რომელსაც 1998-2011 წლებში აჭარა მასპინზლობდა.2013 წელს, გამარჯვება მოსკოვის გუნდმა „აფინა“ (კაპიტანი - მაქსიმ პოტაშოვი) იზეიმა. 2014 წელს დნეპროპრეტროვსკის გუნდმა „პრიმატები“ (უკრაინა, კაპიტანი - არსენ მალინოვსკი) გაიმარჯვა. წელს ტურნირში საქართველოს გუნდებიც შეეცადნენ თასისთვის ბრძოლას და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს სტუმრებს.
საქართველოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ 1991 წლიდან იმართება, რომელშიც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი გუნდი და 10000-ზე მეტი მოაზროვნე მონაწილეობს.