კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეს საღამოდან, გლდანის VIII მ/რაიონში, წყალსადენის 450 მმ-იან ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 3 აგვისტოს 20:00 საათიდან 4 აგვისტოს 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის V, VI, VII და VIII მ/რ-ებს, სოფ. გლდანს, გიორგიწმინდასა და ბერთუბანს, ასევე თიანეთის გზატკცილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება, ხვალ, 4 აგვისტოს 12:00 საათიდან ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.