„ჰით ბათუმი 2015“ -ის  ფარგლებში „საბავშვო  დღეები“ დასრულდა

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დასრულდა

პატარები  “თითების თეატრის” ზღაპრულმა სანახაობამ გააოცა

”ჰით  ბათუმი 2015”  პროექტი გრძელდება და  ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად  საუკეთესო და გასართობი  ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ავტორებმა უფროსების გარდა,  პატარებზეც იზრუნეს.

27  ივლისიდან 2 აგვისტომდე  ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართა. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა  და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს  დაეთმო.

„ჰით ბათუმი 2015“ -ის  ფარგლებში „საბავშვო  დღეები“ დასრულდა. იმდენი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი შემოგვეხვია გარს, რომ 5 დღის განმავლობაში ყველანი საოცრებათა ქვეყანაში  აღმოვჩნდით. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა... პატარებბა ზღაპრის გმირებთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი დღეები გაატარეს. 

საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანი და საკმაოდ საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავდა: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზ ბენდის კონცერტი, მიუზიკლები:  „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“,  „ბურატინოს თავგადასავალი“  და „მაუგლი“.

თითების თეატრმა პატარები სპექტაკლის პრემიერაზე „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“ მიიწვია.  ისინი “თითების თეატრის” ზღაპრულმა სანახაობამ გააოცა. ქუჩებში მოეწყო ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო  დღეები ასევე მოიცავდა დისნეი ლენდის პროგრამას, იქნება კონკურსები და სახალისო ვიქტორინები.

გარდა ამისა, 28 ივლისს კოკა-კოლას ორგანიზებით გაიხსნა „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტოს დასრულდა. ეს იყო  მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრებით, ფრანებითა და შოუ პროგრამით.

პროექტი