ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა. 18 აგვისტოს, დილის 10 საათზე, მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე გაითიშება ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
შეგახსენებთ, რომ ციფრულ ფორმატში ღია საეთერო მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება სხვა რეგიონების გათიშვის შესახებ შესაძლებელია ტელეეთერის, ცხელი ხაზის, პრესისა და ვებ გვერდის www.digitaltv.ge -ს საშუალებით.